შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე: საზოგადოება ხედავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ქვეყნდება, ადასტურებს ერთ რამეს - საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით. ეს სწორი პოლიტიკა გამომდინარეობს საზოგადოების დაკვეთიდან
საზოგადოება ხედავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ქვეყნდება, ადასტურებს ერთ რამეს - საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით. ეს სწორი პოლიტიკა გამომდინარეობს საზოგადოების დაკვეთიდან, - ასე უპასუხა კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული კვლევით, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებისგან ორი მთავარი დავალება აქვს და ამ დავალებებს პირნათლად ასრულებს.
„საზოგადოებას დღეს ორი უმთავრესი დავალება აქვს მიცემული საქართველოს ხელისუფლებისთვის. ერთი, რომ უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეკონომიკური ზრდა სწორედ ამისკენ არის მიმართული და აჩვენებს, რომ სწორ გზაზე დგას სახელმწიფო. უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის შემცირება - ყველა ეს შედეგი აჩვენებს, რომ ჩვენი ამომრჩევლის ამ დავალებას ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. და მეორე [დავალებაა] ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, რომლისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ამიტომ ჩვენ ამ ორ მთავარ დავალებას, რომელიც ჩვენი ამომრჩევლისგან გვაქვს მიღებული, ვასრულებთ და კვლევები აჩვენებს, რომ ძალიან კარგად ვასრულებთ, ვინაიდან ეს შედეგები ყველა ობიექტურ კვლევაში ნათელია”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.