გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი ღია სივრცეში მოწყობილ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტებმა, კოლეჯებმა, სკოლებმა და სამეცნიერო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.

ფესტივალის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, უნივერსიტეტების რექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანია რეგიონებში სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება, რეგიონული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და უნივერსიტეტებს, სკოლებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.