ალის ვაიდელი: გვჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც შეიძლება მალე, უკრაინაში ომი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას

ალის ვაიდელი:  გვჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც შეიძლება მალე, უკრაინაში ომი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა დაიდოს.

მისივე თქმით, კონფლიქტი გერმანიის ეროვნულ უსაფრთხოებას უზარმაზარ საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ გვჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის. რაც შეიძლება მალე! უკრაინაში ომი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ის უნდა დასრულდეს. მოდით, შევაჩეროთ უკრაინისა და რუსეთის შვილების სიკვდილი“, – წერს ვაიდელი.