დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გუდაურში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გუდაურში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, გუდაურში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ მონაწილეებს სააგენტოს მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო.

ყურადღება დაეთმო მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე სასტუმრო-სარესტორნო სფეროში კვალიფიციური კადრების მოძიებისა და პროფესიული გადამზადების მნიშვნელობას.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი პარტნიორებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, დამსაქმებელთა საჭიროებებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე და გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.