საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელს, ელჩ კრისტოფ შპეტს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტოფ შპეტთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს დელეგაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს პროკურატურისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს წარმომადგენლობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.