ირაკლი კობახიძე: ბიომრავალფეროვნების შესახებ სამიტზე საუბარი გვქონდა საქართველოს პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით, ბიომრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე

ბიომრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით.

„პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწვევით ერევანში მონაწილეობას ვიღებ ბიომრავალფეროვნების შესახებ სამიტში, რომელიც გაეროს ეგიდით იმართება. საუბარი გვქონდა საქართველოს პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორობას აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის საინტერესოა ამ ფორმატში მუშაობა. ბიომრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა პრემიერმა.