დავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი
„ამ კონფერენციას მთავარი გზავნილი არის, როგორ შეიძლება, რომ გადაწყვეტილებები აღსრულების ნაწილში მიეხმარონ მთავრობებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული, გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგებიც ხელშესახები გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი.
„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ დინამიურად მიდის, 22 პროცენტი არის ჯამში და 2030 წლისთვის გვაქვს გეგმა რომ 30%-ზე ავიდეთ, მართვის მექანიზმები, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ და ცვლილებები განვახორციელეთ ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აგრეთვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის მიღწევები რომელიც საქართველოს გააჩნია სახეობათა აღდგენის მიმართულებით ამ მიმართულებითაც საკმაოდ ხელს შესახების შედეგები გვაქვს და ჯამში მინდა ვთქვა, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობს.