შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი

ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით. ვითმენდით იმიტომ, რომ იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ ყველა პარტიამ მიიღოს განხილვებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებამ იხილოს თუ რამდენად მოღალატეობრივი იყო რადიკალების ნაბიჯები.

„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, კონსტიტუციას ღალატობს?! იციან, რომ ამ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.

მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე რომ პროცესები წინ არის. ჩვენ, ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ლელოს“ სურვილი, რომ განხილვის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს, ადასტურებს იმას, რომ „ისინი კვლავ თავის პატრონებთან გარბიან“.

„თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ კალთას შეეფარონ. სად არის დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე ხაზარაძე?! - უცხოეთში. სად არის გახარია?! - უცხოეთში. სად არის ვაშაძე?! - უცხოეთში. ყველა არის საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ. საით უნდა გაქცევა სააკაშვილს?! - უცხოეთში.

ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით. როდესაც ჩვენს თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში, ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით უცხო ხალხისა და ხელისუფლებების ნებით. ამ ყველაფერს ვითმენდით. მათ შორის ვითმენდით იმიტომ, რომ იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებს „ლელო“ იქნება ეს, გვარამია თუ სხვები. უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.