ზელენსკიმ პეტერ მადიართან პირველი პირისპირი შეხვედრა გამართა

ზელენსკიმ პეტერ მადიართან პირველი პირისპირი შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან პეტერ მადიართან პირველი პირისპირი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეხვედრა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში გაიმართა. მოლაპარაკებები დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, დილით მადიარმა შესაძლო შეხვედრა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის 10-15 წუთი გაგრძელდება, თუმცა მხარეებმა დაგეგმილ დროს გადააჭარბეს.

აღსანიშნავია, რომ უნგრული მხარის თხოვნით, შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს. მათ პროტოკოლური მისალმების გადაღებაც ვერ შეძლეს.