ლევან მახაშვილი: იმ წამს იმ მომენტში, როდესაც სრულად იქნება პატივცემული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რა თქმა უნდა, საქართველო ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს

ლევან მახაშვილი: იმ წამს იმ მომენტში, როდესაც სრულად იქნება პატივცემული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რა თქმა უნდა, საქართველო ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს

იმ წამს იმ მომენტში, როდესაც სრულად იქნება პატივცემული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რა თქმა უნდა, საქართველო ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა იტალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიღმა საქართველო რჩება ევროპის საბჭოს სანდო პარტნიორად.

„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არის ერთადერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი პრინციპი. ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპი, ფუნდამენტური ღირებულება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულება. იმ წამს იმ მომენტში, როდესაც სრულად იქნება პატივცემული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რა თქმა უნდა, საქართველო ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს. ამის მიღმა საქართველო რჩება ევროპის საბჭოს სანდო პარტნიორად და ჩვენ მზად ვართ, როგორც აქამდე სხვადასხვა ფორმატში, რომელიც ევროპის საბჭოს უკავშირდება, გავაგრძელოთ კონსტრუქციული და საქმიანი ჩართულობა ნებისმიერ სხვა ფორმატში“, - განაცხადა მახაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით რომში ვიზიტით იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა , ასევე გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა.