მაკრონმა მკაცრად დაგმო პოლიციის მიმართ ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობა

მაკრონმა მკაცრად დაგმო პოლიციის მიმართ ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და მკაცრად დაგმო პოლიციის მიმართ ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობა.

ფრანგი ლიდერის განცხადებით, პოლიციელები უკიდურესი ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც სრულიად მიუღებელია.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რადგან ეს ჩვენი პოლიციელებისთვის ძალიან რთული მომენტია. ისინი უკიდურესი ძალადობის წინაშე დგანან და არავინ უერთდება პოლიციასა და ჟანდარმერიას იმისათვის, რომ განიცადოს ისეთი თავდასხმები, როგორიც მათ რამდენიმე დღის წინ გამოიარეს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მხოლოდ ძალადობა და არეულობა იციან“, - განაცხადა მაკრონმა.