„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო - შეხვედრას მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო - შეხვედრას მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო. შეხვედრას ესწრება მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

დღესვე საპარლამენტი უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი.

„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.