ირაკლი კობახიძე: მიმოვიხილეთ საგარეო პოლიტიკური საკითხები. მივყვებით იმ გზას, რომელიც აუცილებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და ვაგრძელებთ მუშაობას

ირაკლი კობახიძე: მიმოვიხილეთ საგარეო პოლიტიკური საკითხები. მივყვებით იმ გზას, რომელიც აუცილებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და ვაგრძელებთ მუშაობას

არსებითად მიმოვიხილეთ საგარეო პოლიტიკური საკითხები. მივყვებით იმ გზას, რომელიც აუცილებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და ვაგრძელებთ მუშაობას, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა ასეთი საკითხები „ძალიან ზოგადად“ განიხილეს და უპასუხა მედიის კითხვებს რუსეთის მიერ გარკვეული ქართული პროდუქციის აკრძალვაზე.

„ზოგადი ფორმით ყველა თემას შევეხეთ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, გრძელდება მუშაობა, ვერკვევით საკითხში და იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება“, - აღნიშნა პრემიერმა.