ირაკლი კობახიძე: სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ჩემი გადადგომის თემას, ხელოვნურად ქმნიან დღის წესრიგს, მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი
პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე არანაირ საკადრო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი საკადრო საკითხი რაც დღეს განიხილეს, პოლიტსაბჭოს გაფართოებას ეხებოდა.
„სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი. ხელოვნურად ქმნიან დღის წესრიგს. ერთადერთი საკადრო საკითხი იყო დღეს განხილული, პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით. სხვა არცერთი საკადრო საკითხი არ განხილულა“, - განაცხადა კობახიძემ.