ირაკლი კობახიძე: ვხედავთ ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ევროკომისიის მორიგ ანგარიშში რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ

ირაკლი კობახიძე: ვხედავთ ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ევროკომისიის მორიგ ანგარიშში რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მორიგი ანგარიში ალბათ წინას მსგავსი იქნება, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რაიმე გაუმჯობესებას ამ მხრივ არ ელოდება.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა კობახიძემ.