თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი, რომელიმე კეთილისმსურველი თუ რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებაა
თუ შემორჩნენ ისეთები, ვისაც მიშაზე გული წყდება, ეს პოსტი დაეხმარება გამოფხიზლებაში და იმის გაცნობიერებაში, რომ სააკაშვილთან პარტნიორობა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტსეხმაურება.
„სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი – საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ მუდმივად ვხვდებით, მაგრამ მსგავსი ბოდვა, რომ ოპოზიცია სააკაშვილთან უნდა გაერთიანდეს, არასოდეს არცერთ პარტნიორს არ უკადრია.
პირიქით, თუ რომელიმე კეთილისმსურველი რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგანგათავისუფლებაა.
უფრო მეტიც – თუ შემორჩნენ ისეთები, ვისაც მიშაზე გული წყდება, ეს პოსტი დაეხმარება გამოფხიზლებაში და იმის გაცნობიერებაში, რომ სააკაშვილთან პარტნიორობა შეუძლებელია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამერიკელი ექსპერტები ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა“.