ფრანჩესკო ტოტი „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში თბილისში იმყოფება, იტალიელი ფეხბურთელი და კახა კალაძე იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდნენ

ფრანჩესკო ტოტი „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში თბილისში იმყოფება, იტალიელი ფეხბურთელი და კახა კალაძე იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდნენ

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ისფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების – „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები, ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.

სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-სწარმომადგენელმა ჩამოიტანა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.