სასამართლომ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა

სასამართლომ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა

საქალაქო სასამართლომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა.

სელივრია სხდომაზე არ გამოცხადდა რის გამოც მოსამართლემ საქმის განხილვა 13 ივლისს გადადო.

„ბატონი ალექსანდრეს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა 173-ე მუხლის მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. ამ შემთხვევაში, ქალბატონ მარიამ ლაშხს. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ჩატარდა სავარაუდო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და შედგა ოქმი“, - განაცხადა შსს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე ქირიამ სხდომის შემდეგ.