შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესს გაუძღვებიან მოსარჩელის მხრივ - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. ვიმედოვნებთ, საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს

„ჩვენი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესს გაუძღვებიან მოსარჩელის მხრივ - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო მათ არგუმენტებს გაიზიარებს.

„მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. საქართველოს ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, აწყობილია პრინციპზე, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას საკუთარი თავი და დემოკრატიული ინსტრუმენტები დემოკრატიის მტრებმა არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რათა თავად დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ. ეს მოქმედებს ყველა ქვეყანაში ისევე, როგორც მოქმედებს საქართველოში.

კარგია, რომ ჩაინიშნა უკვე პროცესები. ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი როგორც იცით სხდომებია ჩანიშნული. ვნახოთ რა პერიოდი დასჭირდება საკითხის განხილვას. ჩვენი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესს გაუძღვებიან მოსარჩელის მხრივ. ჩვენი მხრიდან იქნებიან პარლამენტის წევრები, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი. ასე, რომ ვიმედოვნებთ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.