ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიტორიკას, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ „ჩელიაბინსკის სინდრომის“ დიაგნოზს უსვამს.

ანანიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ყველგან რუსეთის კვალი დაინახოს, იქნება ეს აშშ-ში, საქართველოში თუ საფრანგეთში განვითარებული პროცესები.

„დააკვირდით სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რიტორიკას:

ამერიკაში არჩევნებია -პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე-პუტინი, საფრანგეთში პროცესებია -პუტინი; „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს რაც უკვე მათი დიაგნოზია“, - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.