მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება, შემდეგ შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და დაშლის

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება, შემდეგ შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და დაშლის

დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე შალომე-მალომე მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები სახლებში დაიჭირონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისი თქმით, ამ რუსულ შავ ჭირს მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება, ვიდრე არ გაიმარჯვებს.

„დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს, ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოლცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე, ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ“, – წერს სააკაშვილი.