ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც ევროკომისია მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ზუსტად მიუღებელი და ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე

ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც ევროკომისია მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ზუსტად მიუღებელი და ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე

როდესაც ევროკომისია მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ზუსტად მიუღებელი და ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს.

ჭეიშვილის თქმით, ეს არის ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა.

„როდესაც ევროკომისია მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ზუსტად მიუღებელი და ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე. შენ ერთი დღით ადრე გამოდიხარ ევროკომისია და აკეთებ მსგავს განცხადებას, ეს არის ზუსტად მიუღებელი და ეს არის ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმა. ეს არის ზეწოლის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოზე“, - აღნიშნა მან.