ფრანგული მედია: ლიმოჟის მერიაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ულტრამემარცხენე წრეებთან დაკავშირებული მამაკაცი დააკავეს
საფრანგეთში, ოტ-ვიენის დეპარტამენტში ლიმოჟის მერიის შენობისთვის ცეცხლის განზრახ წაკიდების საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას France 24 საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ულტრამემარცხენე წრეებთან კავშირებით არის ცნობილი. ის წარსულში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტის გამო უსაფრთხოების სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ხელისუფლების ცნობით, არეულობის დროს ლიმოჟის მერიის ისტორიული ნაწილის ინტერიერი თითქმის მთლიანად განადგურდა. 1883 წელს გახსნილი შენობის სახურავი და სამრეკლო ჩამოინგრა. მეხანძრეებმა შენობის უკანა მხარეს მდებარე თანამედროვე ნაწილის გადარჩენა შეძლეს.