დიმიტრი სამხარაძე: ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა
ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და „ქართველობა“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ოპოზიცია უცხოური ინტერესების გატარებასა და ქვეყნის დაზიანებას ემსახურება, რაც საქართველოს ომში ჩათრევისა და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობებში გამოიხატება.
სამხარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უცხოელების მითითებებით მოქმედებას არც მალავს და საზოგადოების მიუღებლობის მიუხედავად, ძალაუფლების თავს მოხვევას ისევ ხალხის საზიანოდ ცდილობს, თუმცა ამის შანსი ნულის ტოლია.
„მომსწრენი ვართ აგენტურული ლუსტრაციის მაგალითისა!
ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და „ქართველობა“.
არ ვიცი, როგორ უნდა შევაფასო ამათი მავნებლური ქცევების მთელი კასკადი! გადამთიელების ინტერესების გატარება იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ომში ჩათრევით დაწყებული, აკაცუკური გადატრიალებების მცდელობებით დამთავრებული, უტევდნენ! სახელმწიფოს ჩამოშლას, გარყვნის დაკანონებას ემსახურებოდნენ!
არც კი მალავთ! ადასტურებთ თქვენი ამაზრზენი მონური ქცევით იმას, რომ ხალხისთვის თქვენდამი მიუღებლობის მიუხედავად, შესაძლებელია, უცხოელების მიერ ნაბრძანები ხრიკებით კიდევ რამენაირად თავს მოახვიოთ საკუთარი თავი, ისევ ხალხის საზიანოდ გამოიყენოთ და იმ ზიზღით, რომელიც თქვენ ქართველების მიმართ გაქვთ, ისიამოვნოთ, ბოროტებით მიღწეულებმა!
შანსი 0%
სამარცხვინოები ხართ, მანქურთები“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.