CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის

აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მისია, სავარაუდოდ, სულ მცირე შვიდ თვეს გაგრძელდება. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის საზღვაო ძალები ომისა და მსოფლიოს მასშტაბით აღებული ვალდებულებების გამო მზარდ ზეწოლას განიცდიან, წერს ტელეარხი.

როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის ფინანსური სიძლიერე შეერთებულ შტატებს „ძალიან დიდი გამარჯვებისკენ“ წაიყვანს. ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ არ სჯერა, თითქოს ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი გარდაცვლილია.

ამის პარალელურად, CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის ფასები ზედიზედ მესამე დღეა მცირდება მას შემდეგ, რაც ირანმა და ომანმა განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო მარშრუტის შექმნის მიზნით მუშაობენ. ახალი მარშრუტის ამოქმედება, მათი თქმით, სრუტის გარკვეული მონაკვეთებისგან „ნაღმების გაწმენდას“ მოითხოვს.