სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი: EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველო იმ 14 სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომლებმაც 2026 წელს დღიური აფრენა-დაფრენების ისტორიული რეკორდი დაამყარეს
„შეხვედრაზე EUROCONTROL-ის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველო იმ 14 სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომლებმაც 2026 წელს დღიური აფრენა-დაფრენების ისტორიული რეკორდი დაამყარეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორმა, გივი დავითაშვილმა EUROCONTROL-ისა და საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც თბილისში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
„EUROCONTROL-ის მონაცემები მოიცავს უშუალოდ ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულ აფრენა-დაფრენებს, რაც მოწმობს, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოწინავე საავიაციო ბაზარია“, - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2026 წელი საქართველოსთვის საჰაერო მიმოსვლის განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა, საპროგნოზო მაჩვენებლები კი ფრენების კიდევ უფრო მატების მოლოდინს იძლევა.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.



