რევაზ სოხაძე: ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

რევაზ სოხაძე: ჩვენი პრიორიტეტია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

ჩვენი ორი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში ძლიერი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით ლარი დაიხარჯა, ძლიერი ქართული საგზაო კომპანიების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა. სწორედ ამიტომ ვდგამთ აქტიურნაბიჯებს მათი შესაძლებლობების გასაზრდელად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში - დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ განაცხადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკური გარემო, გამოწვევები, პრიორიტეტები და განვითარების პერსპექტივები“.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული კომპანიების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულცვლილებებზე. მისი განცხადებით, უკვე შეიქმნა შესაძლებლობა, ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. ამასთან, კახეთის შემოვლითი გზის ორ ლოტზე ტენდერის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ქართული კომპანიების 50%-იანი მონაწილეობა იქნება ქვეკონტრაქტორის სახით. რევაზ სოხაძემ ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზეც

მისი თქმით, მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში დამატებით 600 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება. მინისტრმა ასევეხაზი გაუსვა რეგიონების თანაბარი განვითარების მნიშვნელობას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და წყალმომარაგების პროექტებს. მისი განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, იწყება ათწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დიდ ქალაქებსა და ტურისტულ დაბებში მოეწყობა წყალარინების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები. პარალელურად, გრძელდება სოფლების წყალმომარაგების პროექტები, ხოლო მომავალი წლიდან ყველა მუნიციპალური ცენტრი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სოხაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლისა და სატენდერო ფასების სამართლიანად განსაზღვრის მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, ფასების განსაზღვრისას საბაზრო ღირებულებები იქნება გათვალისწინებული, ხოლო ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მინისტრმა ისაუბრა კერძო სექტორთან აქტიური დიალოგის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, დაიცვას საჯარო ინტერესი და ამავდროულად ბიზნესთან გონივრულიბალანსი იპოვოს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა BAG ინდექსის პრეზენტაცია და დისკუსიები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს, ბიზნესის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.