Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?

Euronews: სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?

მას შემდეგ, რაც ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებას რეფერენდუმზე „არა“ უთხრა, როგორია ევროკავშირის გაფართოების პროცესი? რიგში კანდიდატის სტატუსის მქონე 9 ქვეყანა დგას, თუმცა წევრობასთან ისე ახლოს ჯერჯერობით არცერთი არ არის, როგორც ისლანდია იქნებოდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „სჭირდება თუ არა ევროკავშირს უფრო მეტი წევრი სახელმწიფო?“

რეფერენდუმი იმ ფონზე ჩატარდა, როდესაც ევროკავშირი გაფართოების პროცესს აჩქარებს. ამჟამად ოფიციალურად კანდიდატი ცხრა ქვეყანაა - მათ შორის უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, მონტენეგრო და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფო, ხოლო კოსოვო პოტენციურ კანდიდატად განიხილება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ახალი გეოპოლიტიკური აუცილებლობა შექმნა: ბრიუსელი გაფართოებას განიხილავს როგორც ერთიანი ბაზრის გაფართოებისა და დემოკრატიული რეფორმების წახალისების, ისე ევროპის გაძლიერების ინსტრუმენტად.

ახალი წევრების მიღება ევროკავშირის ერთიან ბაზარს გააფართოებს - ამჟამად ევროპის მოქალაქეთა 56 პროცენტი უჭერს მხარს შემდგომ გაფართოებას. თუმცა, ბლოკის გაზრდა დამატებით ტვირთად აწვება ევროკავშირის ბიუჯეტს, ართულებს ქვეყნებს შორის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და წარმოშობს დავებს დაფინანსებასა და გავლენებთან დაკავშირებით.