რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: აგენტურული ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ უკვე საკუთარ რეიტინგებსაც ემალება. ეს ნიშნავს იმას, რომ აგენტურული საქმიანობით ჩვენს ქვეყანაში წარმატებას ვერავინ მიაღწევს და მათი ბოლო ყოველთვის ასეთი სავალალოა
აგენტურული ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ უკვე საკუთარ რეიტინგებსაც ემალება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა IRI კვლევის შედეგების შეფასებისას, რომელიც ოპოზიციამ დამალა.
მისი თქმით, აგენტურული საქმიანობის ბოლო სწორედ განულებული რეიტინგია.
„აქამდე ისინი აქციებზე, ჩვენ გვახსოვს, რომ საკუთარ ამომრჩეველს ბუჩქებში ემალებოდნენ და გამოჩენას ვერ ბედავდნენ. ახლა, როგორც ჩანს ის ამომრჩეველიც გაექცა და ერთადერთი, რაც დარჩათ ეს არის ურეიტინგობა და შესაბამისად, ამ რეიტინგებსაც ემალებიან. რა თქმა უნდა, სინამდვილეში სხვაობა უფრო დიდია. ეს ნიშნავს იმას, რომ აგენტურული საქმიანობით ჩვენს ქვეყანაში წარმატებას ვერავინ მიაღწევს და მათი ბოლო ყოველთვის ასეთი სავალალოა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
გეგმავს თუ არა IRI კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა და რომელზეც ოპოზიცია ამბობს, რომ ყალბია - „ქრონიკა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პასუხს ელოდება.