გურამ მაჭარაშვილი: თავის დროზე, რისთვისაც ევროკავშირი შეიქმნა, ამ ყველაფერს თვითონ უგულებელყოფენ და ამბობენ, რომ უნდა შექმნან ერთი ძლიერი, ევრო საბჭოთა კავშირი
თავის დროზე, რისთვისაც ევროკავშირი შეიქმნა, ამ ყველაფერს თვითონ უგულებელყოფენ და ამბობენ, რომ უნდა შექმნან ერთი ძლიერი, ევრო საბჭოთა კავშირი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე საუბრისას.
„რამდენიმე კვირის წინ კომისარს გააკეთებინეს განცხადება, რომ ამის შემდეგ ვისაც მივიღებთ ევროკავშირში, ვეტოს უფლების გარეშე იქნება ის სახელმწიფოო, ანუ, კოლონიად მიიღებენ. როგორც ჩანს, ახლა დისკომფორტი შეექმნათ, რომ არსებულ წევრებს ვეტოს უფლება აქვთ, არ მოსწონთ და ახლა აპირებენ, ბევრს სახელმწიფოს ვეტოს უფლება ჩამოართვან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს, რაც წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს დადებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლების გაუქმებას გულისხმობს.