ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევაზე: პოლიტიკურად ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი თავისივე ხელით გაანულა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევაზე: პოლიტიკურად ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი თავისივე ხელით გაანულა

პოლიტიკურად ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი თავისივე ხელით გაანულა, - განაცხადა მედიასთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი IRI-ის კვლევებს გამოეხმაურა.

„პოლიტიკურად ეს ნიშნავს ერთ რამეს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი თავისივე ხელით გაანულა. ეს არის ის მთელი რიგი მავნე, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ოპოზიციამ მიიღო, მათ შორის სწორედ „სახალხო პარტიის“, გარე ძალების დახმარებით და კარნახით, რამაც ისინი ფაქტობრივად ზღვარს ქვემოთ ჩამოიყვანა. ამ ოპოზიციის უმრავლესობას აქვს ორი და ერთი პროცენტი. ფაქტობრივად, ცდომილების ზღვარს ქვემოთ არიან. ერთი რამე ფაქტია, რომ საქართველოში დღეს არსებული ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გეგმავს თუ არა IRI კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა და რომელზეც ოპოზიცია ამბობს, რომ ყალბია - „ქრონიკა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პასუხს ელოდება.