ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების დასკვნით ეტაპს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეცნენ.

„150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

გარდა ამისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი მოეწყობა სათამაშო მოედანი.

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

შენობა უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებით.

ქუთაისის №28 საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.