ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა, სკოლის შენობა მოინახულა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

თბილისის №50 საჯარო სკოლა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის განხორციელების შედეგად, 900 მოსწავლისთვის შეიქმნება თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემო, ამასთან, მაქსიმალურად შენარჩუნდება შენობის ისტორიული იერსახე და არქიტექტურული ღირებულება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის აღდგენა შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტური სახის შენარჩუნებას