Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარალელურად, განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ. უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 341 უცხოელი ტურისტი.

სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. მედიის ცნობით, წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია.

წყალდიდობას ღვარცოფი მოჰყვა. სტიქიამ ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს გადაუარა. ვრცელდება ცნობა ოცი მესაზღვრის დაღუპვის შესახებ.

ტიბეტსა და ნეპალის ნაწილში, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.