ლევან ღირსიაშვილი: ფორმების არმორგების შემთხვევაში შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა. შვეიცარიული კომპანიის SGS-ის სერტიფიკატი გვაქვს აღებული, სადაც გარკვევით წერია ამ შემოწმების შედეგად, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს
სასკოლო ფორმის ონლაინ შეძენისას, ზომის ვერმორგების შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება და გამოცვლა იქნება შესაძლებელი.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, ფორმების ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„დღეს გაეშვა სასკოლო ფორმების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა. პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად, სადაც მშობლებს შეეძლებათ პირველკლასელებს შეუძინონ სასკოლო ფორმები. 15 სექტემბრიდან უკვე ონლაინრეჟიმში გაგრძელდება სასკოლო ფორმების გაყიდვა. ვთანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და დაახლოებით 4-5 დღის ვადაში საქართველოს რეგიონებში, ხოლო თბილისში უფრო მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი ფორმების მიწოდება. ფორმების არმორგების შემთხვევაში შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა. შვეიცარიული კომპანიის SGS-ის სერტიფიკატი გვაქვს აღებული, სადაც გარკვევით წერია ამ შემოწმების შედეგად, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
სკოლის ფორმების შეძენა პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. განათლების სამინისტრომ ონლაინპლატფორმა შეიმუშავა, სადაც მშობლებს შეეძლებათ, შვილისთვის ფორმა გამოიწერონ და მისამართზე ფოსტა მიუტანთ.