SKILLWILL Swiss College-სა და საკონსულტაციო კომპანია ინვენტერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პარტნიორობის მიზანია განათლების, პროფესიული განვითარების და დასაქმების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება საქართველოში
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები იმუშავებენ:
საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების განვითარებაზე
სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული შესაძლებლობების შექმნაზე
საჯარო დისკუსიების, მასტერკლასებისა და ვორქშოპების ორგანიზებაზე
დარგობრივი ცოდნის გაზიარებასა და სტუდენტების ჩართულობის ზრდაზე სხვადასხვა აქტივობაში