ზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილა

ზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა.

ზელენსკის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილეს.

მხარეები ინფორმაციის გაცვლის მიზნით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„მარკო რუბიოს ვესაუბრე და საუბარი შინაარსიანი იყო. ყურადღება იმ საკითხებზე გავამახვილეთ, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მადლობელი ვარ, რომ ის მზად არის დახმარებისთვის და მისი პოზიცია მკაფიოა. პირველი, ანტიბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად გვჭირდება. მეორე, რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ წინასწარი გაფრთხილება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მესამე, Starlink-ისა და Starshield-ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მუშაობა უნდა აღდგეს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე ხდება, რომლის მიზანიც ამ საშინელი ომისა და ადამიანების უწყვეტი მკვლელობის დასრულებაა. შევთანხმდით, რომ ვითარების განსახილველად და სიახლეების გასაზიარებლად ერთმანეთს მალე კვლავ დავუკავშირდებით“,- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.