თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება ,,Tbilisi Eurasian Tuesday“, რომელიცსაქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებასემსახურება

თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება ,,Tbilisi Eurasian Tuesday“, რომელიცსაქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებასემსახურება

2026 წლის 28 ივლისს, სასტუმრო Swissôtel Tbilisi-ში, საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა EurAsia Gulf გამართავს საერთაშორისო ნეთვორქონგ ღონისძიებას Tbilisi Eurasian Tuesday | Georgia × GCC, რომელიც თავს მოუყრის ბიზნესის, ინვესტიციების, დიპლომატიური კორპუსისა და სამეწარმეო სფეროსწარმომადგენლებს.

ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოსა დასპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობებისგაღრმავება, საერთაშორისო პარტნიორობებისჩამოყალიბება, ინვესტიციების ხელშეწყობა დაახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში, არსებული ბიზნესშესაძლებლობების შესახებ, ასევეშეხვდებიან საერთაშორისო კომპანიებისა დასაინვესტიციო წრეების წარმომადგენლებს.

ღონისძიების სპიკერები:

Yousef Salih

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Almatari Enterprises (UAE)

გამოსვლის თემა:

„როგორ ავაშენოთ წარმატებული საქმიანიურთიერთობები სპარსეთის ყურის რეგიონისინვესტორებთან და როგორ გავითვალისწინოთრეგიონის ბიზნესკულტურის თავისებურებები.“

Nawar Abdul Wahed

აღმასრულებელი დირექტორი, EurAsia Gulf

გამოსვლის თემა:

„ბიზნესისა და ინვესტიციების უახლესიშესაძლებლობები და სტრატეგიული განვითარებაარაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდისარაბეთში, რუსეთსა და უზბეკეთში.“

მაკა ნაცვლიშვილი

EurAsia Gulf Georgia-ის საქართველოს ფილიალისგენერალური მენეჯერი

გამოსვლის თემა:

„EurAsia Gulf Georgia-ის 2026 წლის კომერციულიინიციატივები, საერთაშორისო პარტნიორობისგანვითარების გეგმები და საქართველოს როლიევრაზიისა და სპარსეთის ყურის რეგიონებს შორისბიზნესხიდის ჩამოყალიბებაში.“

ღონისძიება შესაძლებლობას მისცემს ქართველ დასაერთაშორისო მეწარმეებს, ინვესტორებსა დაბიზნესის წარმომადგენლებს:

• დაამყარონ პირდაპირი კონტაქტებისაერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებპირებთან;

• გააფართოონ საერთაშორისო ბიზნესქსელი;

• გაეცნონ ინვესტიციებისა და ექსპორტის ახალშესაძლებლობებს;

• შექმნან გრძელვადიანი საერთაშორისოპარტნიორობები.

საქართველო სულ უფრო მეტად ყალიბდება როგორცსტრატეგიული პლატფორმა ევროპას, კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის, ხოლო მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანროლს ასრულებს ქვეყნის საინვესტიციო და სავაჭროპოტენციალის წარმოჩენაში.

ღონისძიების დეტალები

თარიღი: 28 ივლისი, 2026 (სამშაბათი)

დრო: 18:30 – 21:00

ადგილი: Swissôtel Tbilisi

3 Soliko Virsaladze Street, Tbilisi, Georgia

რეგისტრაცია:

https://eurasiagulf.glueup.com/event/173891/register/