The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციურ დანიშნულების ადგილს უწოდებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე მასშტაბური პროექტი Ambassadori Island Batumi აერთიანებს სავაჭრო, სასტუმრო, საცხოვრებელ და რეკრეაციულ სივრცეებს და მიზნად ისახავს, რეგიონი ახალი მიმართულებით განავითაროს.
„პროექტი შექმნილია, როგორც ერთიანი ცოცხალი ეკოსისტემა, სადაც საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, ნავსადგური, გამაჯანსაღებელი სივრცეები და საზოგადოებრივი ზონები ერთმანეთთან შეუფერხებლად ურთიერთქმედებს“, - ამბობს Ambassadori Island Batumi-ს აღმასრულებელი დირექტორი გოჩა კამკია.
მისი თქმით, პროექტის მთავარი მიზანია არა უბრალოდ ახალი რაიონის, არამედ ახალი დანიშნულების ადგილის შექმნა. გენერალური გეგმა ეფუძნება მდგრადი ურბანული გარემოს პრინციპებს და ბათუმისთვის მთელი წლის განმავლობაში განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
პროექტს Ambassadori Group ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. დიზაინსა და საინჟინრო მიმართულებას Yüksel Proje ხელმძღვანელობს, არქიტექტურულ კონცეფციაზე ნიუ-იორკში დაფუძნებული SHoP Architects მუშაობს, ხოლო ARUP პროექტის გენერალურ დაგეგმარებას უზრუნველყოფს.
ARUP-თან სტრატეგიული პარტნიორობა ასევე მოიცავს რეგიონის პირველი ხელოვნური კუნძულის ჭკვიანი ქალაქის კონცეფციასა და ESG-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების ჩარჩოს დანერგვას.
პროექტის მრავალფუნქციური კონცეფცია მას ინვესტორებისთვისაც მიმზიდველს ხდის, წერს გამოცემა.
„მრავალფუნქციური პროექტები მდგრად ღირებულებას ქმნის. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები განვითარების საწყის ეტაპზე დინამიკას უზრუნველყოფს, ხოლო სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, გამაჯანსაღებელი სივრცეები, ნავსადგურის მომსახურება და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობას შეინარჩუნებს“, - განმარტავს კამკია.
მისივე თქმით, ეს მიდგომა ეფუძნება კომპანიის დამფუძნებლის ბუბა ქებურიას ხელმძღვანელობით შექმნილ ბიზნესს და 2004 წლიდან დაგროვილ გამოცდილებას.
Ambassadori Group-ის პორტფელი მოიცავს სასტუმრო, უძრავი ქონების, ღვინის, გოლფისა და სამთო ტურიზმის მიმართულებებს. ჯგუფში შედის Ambassadori Tbilisi Hotel, Ambassadori Kachreti Golf Resort, Academy by Ambassadori, Keburia Winery, Ambassadori Goderdzi Hotel და Ambassadori Batumi Hotel, იუწყება გამოცემა.
„ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ Ambassadori Group ისეთივე წარმატებით ახორციელებს ოპერაციულ საქმიანობას, როგორც დეველოპერულ პროექტებს. ბიზნესი ნდობაზეა დამოკიდებული, ნდობა კი შედეგებზეა დამოკიდებული“, - ამბობს კამკია.
The Report Company-მ ცალკე ინტერვიუც ჩაწერა გოჩა კამკიასთან:
რა ხდის პროექტს Ambassadori Group-ისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს?
- Ambassadori Island Batumi საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან 84 ჰექტარზე ვრცელდება და ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ცენტრალური კუნძულისგან შედგება.
Ambassadori Group-ისთვის ეს უბრალოდ უძრავი ქონების პროექტი არ არის, ეს არის ტრანსფორმაციული ურბანული და საკურორტო ეკოსისტემა, რომელიც ეფუძნება ცხოვრების განსხვავებულ სტილს, ESG-ის პრინციპებსა და სანაპირო თემის ცხოვრების, მუშაობისა და განვითარების სამომავლო ხედვას.
რას მოიცავს გენერალური გეგმა?
- ტერიტორიის თითქმის ნახევარი, 49% რეკრეაციულ და გამწვანებულ ზონებს დაეთმობა.
პროექტი მოიცავს ხელუხლებელ პლაჟებს, აქტიური და პასიური დასვენების სივრცეებს, საფეხმავლო ბილიკებს, ზღვისპირა ბულვარსა და საერთაშორისო სტანდარტების იახტკლუბს.
ასევე დაგეგმილია ვერტმფრენის დასაფრენი მოედნები კერძო თვითმფრინავებით ტრანსფერის შესაძლებლობით, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, ძვირად ღირებული სასტუმროები და პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კოშკები.
მათ შორისაა კომპანიის პირველი 58-სართულიანი ცათამბჯენი, რომელშიც 1 358 პრემიუმ კლასის ბინა განთავსდება.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროექტი ინვესტორებს?
- მყიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მართული საცხოვრებელი ობიექტები გაქირავებიდან შემოსავლის მიღების პოტენციალით.
ოჯახებისთვის პროექტი მზარდ ბაზარზე შავი ზღვის სანაპიროზე საკუთარი საცხოვრებლის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
მსხვილ ინვესტორებს კი შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სასტუმროების, ბრენდირებული საცხოვრებელი ობიექტების, გამაჯანსაღებელი ცენტრების, სავაჭრო სივრცეების, ნავსადგურის პროექტის სამომავლო ეტაპების განვითარებაში.
„Ambassadori Island ცალკეულ მიწის ნაკვეთებს არ ყიდის — ის გთავაზობთ ინტეგრირებულ ბიზნეს პაკეტს: მიწას, არქიტექტურულ ხედვას, ბიზნეს მოდელსა და ნებართვების სწრაფად მოპოვების მხარდაჭერას.
ეს იშვიათი შესაძლებლობაა, შეხვიდე სწრაფად მზარდ განვითარებად ბაზარზე, რომელიც დასავლური სტანდარტების ბიზნესგარემოს სთავაზობს ინვესტორს.
რა ეტაპზეა პროექტი?
- გენერალური გეგმის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია.
ამ დროისთვის განვითარებულია და ექსპლუატაციაშია 48 ჰექტარი ტერიტორია. ამასთან, უკვე დაწყებულია პირველი კოშკის მშენებლობაც.
კუნძულის სრულად ფორმირება ორ-ნახევარი წლის განმავლობაში დასრულდება.
Ambassadori Group-მა პროექტში დღემდე პირდაპირ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები კუნძულზე უკვე ახორციელებენ საკუთარ პროექტებს, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.
პროექტში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა, საბოლოოდ, 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
რას ნიშნავს პროექტი საერთაშორისო საზოგადოებისთვის?
- Ambassadori Island Batumi აჩვენებს უფრო ამბიციურ საქართველოს, რომელიც მზად არის გლობალური კაპიტალის, მდგრადი ზრდისა და საერთაშორისო ბრენდების მისაღებად.
ბათუმის საერთაშორისო დანიშნულების ადგილად განვითარებასთან ერთად, კუნძული ახალი შავი ზღვის მოდელის შექმნას ისახავს მიზნად - ღიას, თანამედროვეს, მწვანეს და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე ორიენტირებულს.