ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მალხაზ ბერიძე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მალხაზ ბერიძე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მალხაზ ბერიძე სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლემ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც მალხაზ ბერიძემ განაცხადა, კომენტარი თავად დაწერა, თუმცა არ იცოდა რომ მსგავსი ქმედება დასჯადი იყო.

„საქართველოში 3 მილიონ 500 ათასი ადამიანიდან 3 მილიონ 200 ათასი აგინებს. „შეეკითხეთ პრეზიდენტს“ - ასეთი სტატუსი ედო. მე მივწერე შესაფერისად - „ვადაგასული“ და რაღაც ასეთები. დღეს მოულოდნელად მოვედი სასამართლოში და თურმე, ვინაიდან მე სალომე ზურაბიშვილს ასე მივმართე და დავწერე, 1000 ლარით დამაჯარიმეს", - განაცხადა მალხაზ ბერიძემ.