ახალციხეში იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

ახალციხეში იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

ახალციხეში იაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, პირველ მოადგილე ნოდარ ტატალიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ტაბატაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და სანიაღვრე სისტემა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 10 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება.