დონალდ ტრამპი: ზელენსკიმ უნდა მოინდომოს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდად დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოინდომოს და რუსეთთან ომი დაასრულოს.
როგორც ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ ზელენსკი არ მოინდომებს და ომს არ დაასრულებს, ეს ძალიან ცუდადა დამთავრდება.
„უკრაინამ უნდა მოინდომოს ამ ომის დასრულება. ზელენსკიმ უნდა მოინდომოს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდად დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა.