გიორგი ვოლსკი: წლების განმავლობაში სისტემური დანაშაულის ორგანიზატორი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება სახელმწიფოს, რათა დესტაბილიზაცია მოხდეს და სახელმწიფომ ისეთ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მას საზარბაზნე ხორცად აქცევს. ამ რეალობას უნდა დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გასამართ სხდომას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეალობას, სადაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაუპირისპირდეს.
„წლების განმავლობაში სისტემური დანაშაულის ორგანიზატორი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, დღეს ამ ტურბულენტურ სიტუაციაში, დაძაბულ ისტორიულ პერიოდში უპირისპირდება სახელმწიფოს, რათა დესტაბილიზაცია მოხდეს და სახელმწიფომ ისეთ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მას საზარბაზნე ხორცად აქცევს. ამ რეალობას უნდა დაუპირისპირდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ამის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს.