დავით მათიკაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე თავდასხმა არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა. აქამდეც არაერთხელ გვინახავს, სასამართლო დარბაზში მსხდომი ელჩები იქნებოდნენ ეს, თუ სხვა გარე ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, ზეწოლას ახდენდნენ მოსამართლეებზე
ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე თავდასხმა არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა. აქამდეც არაერთხელ გვინახავს, სასამართლო დარბაზში მსხდომი ელჩები იქნებოდნენ ეს, თუ სხვა გარე ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ახდენდნენ მოსამართლეებზე, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე თავდასხმა არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა. აქამდეც არაერთხელ გვინახავს, სასამართლო დარბაზში მსხდომი ელჩები იქნებოდნენ ეს, თუ სხვა გარე ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ახდენდნენ მოსამართლეებზე. ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფო, სასამართლო სისტემა, უნდა იყოს შეუვალი და ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს დაუშვებელ და დასაგმობ ფაქტს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
კრისტიან ვიგანდის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელებს.