საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია – გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი.

გრიგოლ მურღულია წარდგენილი იყო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, მის კანდიდატურას 82-მა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო.

„ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად 83 ხმით აირჩიეს.

ამასთან, კენჭისყრაზე დადგა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: თეა გეგენავა – (12 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი), ელისო გაბადაძე – (12 მომხრე, რვა წინააღმდეგი), თეიმურაზ კეკელიძე – (12 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი), თუმცა მათ საჭირო ხმები ვერ მიიღეს.