საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მოსამართლეების აცილების საკითხი დააყენა

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მოსამართლეების აცილების საკითხი დააყენა

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მოსამართლეების აცილების საკითხი დააყენა.

მისი თქმით, საქმის მოსამართლეები წარმომადგენენ სასამართლო კლანს.

წითლიძეს სხდომის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მიუთითა, რომ თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან.

„თქვენ თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. აქ არის სასამართლო სხდომის დარბაზი, სადაც მოქმედებს თავისი წესები, რეგლამენტი და კანონი. შეფასებებში თავისუფალი ხართ, ოღონდ სხვაგან.

მესმის, რომ დარბაზში ბევრი პოლიტიკოსი ბრძანდებით. სასამართლო არ არის ის ადგილი, ამ ლექსიკითა და ასეთი ფორმით ისაუბროთ. თუ მოსამართლეთა მიმართ გაქვთ აცილება, ეს თქვენი უფლებაა, თუ რაიმე არ მოგწონთ მოსამართლეთა მიმართ სამართლებრივ ჭრილში, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ თუ მხარე ამას მუდმივად გააგრძელებს, მივიღებ შესაბამის ზომებს. ისაუბრეთ იმ ლექსიკით, რაც შეეფერება სასამართლოს და განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს“, - მიმართლა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ წითლიძეს.