ხვიჩა კვარაცხელიასთვის სეზონი დასრულდა. მან ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა
ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ვეღარ ითამაშებს. განცხადებას მისი კლუბი, „პსჟ“ ავრცელებს. მასში განმარტებულია, რომ „ბარსელონასთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. უახლოეს დღეებში კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდება.
კვარაცხელიამ ტრავმა გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მატჩის მეორე ტაიმში მიიღო, რის გამოც 59-ე წუთზე შეცვალეს. „პსჟ“-მ შეხვედრა ანგარიშით 4:2 მოიგო.