ნინო წილოსანი: ამ სასამართლო პროცესებზე კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა - აიკრძალოს აღნიშნული პოლიტიკური პარტიები, არის ლეგიტიმური მოთხოვნა, რომლესაც „ქართული ოცნება“ ასრულებს
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ მდგარი რამდენიმე ადამიანი ძალიან კარგად გამოხატავს ოპოზიციის უსუსურ მცდელობას, რომ გააპროტესტონ ჩვენი სარჩელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, დემოკრატიის ჯალათებისგან იმაზე საუბარი, თუ რა არის დემოკრატიული და რა არადემოკრატიული, არის სრულიად დიდი აბსურდი.
„ამ სასამართლო პროცესებზე თქვენ დაინახავთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა - აიკრძალოს აღნიშნული პოლიტიკური პარტიები, არის ლეგიტიმური მოთხოვნა, რომლესაც „ქართული ოცნება“ ასრულებს“, - აღნიშნა წილოსანმა.
ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.