დავით მათიკაშვილი: მერამდენედ აანონსებენ ისინი სოლიდურ აქციებს, ცდილობენ მოაგროვონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომლებიც მათ ელემენტარულად არ ჰყავთ. რამდენიმე ადამიანი დადის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დღეს ბათუმში, რაც კიდევ ერთი უტყუარი დასტურია ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორისა
მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი ნაცარში რადიკალებს, მეხუთე კოლონას, მერამდენედ აანონსებენ ისინი სოლიდურ აქციებს, ცდილობენ მოაგროვონ მხარდამჭერები, მაგრამ როგორ შეძლებენ იმ მხარდამჭერების მოგროვებას, რომლებიც მათ ელემენტარულად არ ჰყავთ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებული ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა საკონსტიტუციო სარჩელის სისწორეს ადასტურებს.
„არ ჰყავთ არანაირი მხარდამჭერები. ეს საკითხი დაადასტურა კიდეც IRI-ის იმ კვლევამ, რომელიც გამჟღავნდა ცოტა ხნის წინ. რამდენიმე ადამიანი დადის საკონსტიტუციო სასამართლოს წინ დღეს ბათუმში, რაც კიდევ ერთი უტყუარი დასტურია ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის სისწორისა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დგას. ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე სხდომის დაწყებამდე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო მისული, რომლებმაც გააპროტესტეს პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა.