კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას: მე კარგად ვიცნობ ამ გრძნობას, კვარა. არ ჩააქრო ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის
კრიშტიანუ რონალდუმ ხვიჩა კვარაცხელია გაამხნევა. პორტუგალიელი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრების კაპიტნის პოსტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ კვარაცხელიას საუკეთესო პერიოდი წინ აქვს.
„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ისეთია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. მე კარგად ვიცნობ ამ გრძნობას, კვარა, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე უფლება რთულ მომენტს, ეჭვი შეიტანო იმაში, თუ რამდენის მიღწევა შეგიძლია. არ ჩააქრო ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის“, - დაწერა რონალდუმ.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.